მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: მოგვიწევს საწვავის ფასი 10 თეთრით გავზარდოთ

5f2027756c084
შოთა ტყეშელაშვილი
28.07.20 17:30
6150
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე BMG-ისთან საუბარში ამბობს, რომ გლობალურად საწვავზე ფასების ზრდის პარალელურად, საქართველოშიც ნავთობის ფასების დაკორექტირება არის მოსალოდნელი. ფხაკაძე ამბობს, რომ მას შემდეგ კომპანიას საკუთარი მარაგების განახლება დასჭირდება და ახალ ნავთობს შეიძენს, შესაბამისად, მოხდება მისი სარეალიზაციო ფასის ცვლილებაც, რადგან არსებულ ვითარებაში ბენზინის ფასი არის იმისგან განსხვავებული, რაც წინა თვეებში ღირდა.

პანდემიის პერიოდში ფასი ძალიან შემცირდა, ახლა კი ერთი ბარელის საფასური $40 დოლარს აღემატება. ფასი, რომელიც დღეს ჩვენ სადგურებზე არის, ადეკვატურად არ ასახავს ზრდის კუთხით ფასის იმ ცვლილებებს, რომლებიც უნდა იყოს ახალი ფასის გამო ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული მარაგები და ამ მარაგების ხარჯზე გვინდა, რომ მაქსიმალურად ამოვწუროთ ეს მარაგები, ამიტომ სწრაფად არ ვახდენთ ფასის ცვლილებას.

როდესაც იძულებული ვართ, რომ ახალი პარტიებით შევავსოთ ჩვენი რეზერვუარები და ჩვენი მარაგები, შემდეგ უკვე ბუნებრივია, გვიწევს უკვე ფასის მომატება. ასეთი ტენდენცია არის დღეს ბაზარზე, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა ახდენს პირდაპირ გავლენას ფასების ფორმირებაზე, ამიტომ ამ ტენდენციის შენარჩუნების პირობებში მოგვიწევს გარკვეული კორექტირება აწევის მიმართულებით საქართველოში. ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ, დაახლოებით, 10 თეთრის ფარგლებში უნდა ჩაეტიოს მატება", - ამბობს ფხაკაძე.

მიმდინარე კვირაში სტანდარტული (ევრო რეგულარის) მარკის ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.82 ლარს შეადგენს. 1 თვის წინ მისი ფასი 1.74 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ბოლო 30 დღეში საწვავის ფასი 4.5%-ით არის გაძვირებული.

შედარებისთვის, ანალოგიურ პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი $41-დან $43.65-მდე გაიზარდა