მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე "აწარმოე საქართველოზე": თუ ჩავთვლით, რომ ასეთი პროგრამები აღარ გვჭირდება, ის აღარ იარსებებს

5e4651654d575
ვიქტორია მღებრიშვილი
14.02.20 11:48
1645

"თუ ჩავთვლით საჭიროდ, რომ ასეთი პროგრამები აღარ არის საჭირო და მათზე მოთხოვნა შემცირდება, თავისთავად ასეთი პროექტები აღარ იარსებებს", - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BM.GE- ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორის დაფინანსების ხანგრძლივობას ეხებოდა.

BAG-ის პრეზიდენტი მიიჩნევს რომ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" წარმატებული პროექტია და ის ეხმარება ბიზნესს განვითარებაში.

"ქვეყნის ეკონომიკა ევოლუციურად ვითარდება. იმას, საჭიროა თუ არა ეს პროგრამა, სახელმწიფო და ბიზნესი თვითონ იგრძნობს 1 წელიწადში იქნება ეს, თუ 5 წელიწადში და ამით სახელმწიფოც მოიგებს და კერძო სექტორიც. ან თუ ჩავთვალეთ, რომ ასეთი პროგრამა აღარ არის საჭირო და მასზე მოთხოვნა აღარ არის, მაშინ აღარ იარსებებს. მაგრამ დღეს ამ პროგრამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და იმაზე ფიქრი, რამდენი ხანი იქნება ეს პროგრამა, მე მგონი ნაადრევია", - განაცხადა ფხაკაძემ.