მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე: საბანკო რეგულაციები მართლა კარგად სუსტდება

5e52737ce93fa
ანნა ლაპიაშვილი
23.02.20 19:10
1818
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საბანკო რეგულაციებში დაგეგმილ ცვლილებებს დადებითად აფასებს.

BAG-ის პრეზიდენტის განცხადებით, საბოლოო შეფასება შესაბამისი საბოლოო დოკუმენტის შემდეგ გაკეთდება, თუმცა სოსო ფხაკაძე ამბობს, რომ კომუნიკაციის შედეგად მიღებული ვერსია, იმ სექტორების მხრიდან, რომელზეც რეგულაციებმა უარყოფითად იმოქმედა, დადებითად არის შეფასებული. BM.GE-ისთან ინტერვიუს დროს სოსო ფხაკაძე აღნიშნავს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში როგორც - ეროვნულ ბანკთან, ისე ხელისუფლების წარმოამდგენლებთან ამ საკითხზე რამდენიმე კონსულტაცია გაიმართა და ის პრობლემები რაც სხვადასხვა ინდუსტრიას შეექმნა, კონკრეტული რიცხვებით ასოციაციამ რამდენჯერმე წარადგინა.

“მოვაწყევეთ ძალიან ბევრი ფორმალური და არაფორმალური შეხვედრა, ძალიან ღიად გამოვხატეთ ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ რეგუალციებთან დაკავშირებით და რამდენიმე თვეში ამ რეგულაციების შესუსტება მოხდა და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი წევრი კომპანიები ამბობენ, რომ ამან დადებითი ეფექტი მოიტანა მათთვის, რომლებიც ნეგატიურად აღიქვამდნენ რეგულაციებს. ასევე, ჩვენ საქმის კურსში ვართ იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც გასული წლის ბოლოსთვის მომზადდა და მინდა გითხრათ, რომ მისი კიდევ უფრო შესუსტება ხდება. ჩვენ ამ ახალი რეგულაციების განხილვაც გვქონდა და ისინი მართლა კარგად სუსტდება“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.

BMG-ისთან საუბარში BAG-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ დაგეგმილი ცვლილებების წინასწარი შეფასებისას ასოციაციის წევრების მხრიდან, რომლებმაც შეზღუდვების ნეგატიური ეფექტი საკუთარ თავზე გამოსცადეს, დადებითი კომენტარები გაკეთდა და მოწონება დაიმსახურა.

“ამან ძალიან დადებითი გამოხმაურება გამოიწვია იმ წევრებში, რომლებმაც საკუთარ თავზე გაიარეს ნეგატივი და ამას მე არ უარვყოფ, პირიქით, იყო ნეგატივი და ამან პრობლემები შექმნა გარკვეული ინდუსტრიებისთვის, ჩვენ კონკრეტული ციფრებით ვსაუბრობთ, ციფრი არის ყველაფრის მეტყველი; ჩვენ ვთქვით, ამა თუ იმ ინდუსტრიას გაყიდვები რამდენი პროცენტით დაუვარდა და ამას თვეების განმავლობაში ვამბობდით“, - აცხადებს ფხაკაძე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის შეფასებით, რეგულაციების განახლებული ვერსიით კმაყოფილი იქნება ბიზნესი. „ბიზნესი გადაწყვეტს იმ ამოცანებსაც, რაც ამ რეგულაციებში თავიდანვე იყო ჩადებული“, - აღნიშნა მან.