მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოსო ფხაკაძე საბანკო რეგულაციებზე: იგეგმება საინტერესო ცვლილებები

5e46a08359619
ელენე გოგბერაშვილი
14.02.20 17:26
1338
ეროვნული ბანკის რეგულაციების შერბილების შესახებ, შესაძლოა, უახლოეს დღეებში გახდეს ცნობილი,- ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აცხადებს.

2019 წლის იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საბანკო რეგულაციები და ბანკებს მოქალაქეთა შემოსავლების დეტალური ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეეზღუდათ. ამ ცვლილებიდან ერთი წლის შემდგომ, საქართველოს ეროვნული ბანკი მათ შეცვლაზე მუშაობს. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ დღეს არსებული 4 საშემოსავლო განაკვეთი, 2 საშემოსავლო განაკვეთამდე შემცირდება.

საბანკო რეგულაციების შესაძლო შერბილების შესახებ 2019 წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან გახდა ცნობილი. მისი მიხედვით, საბანკო რეგულაციებში ცვლილებები 2020 წლის მარტიდან არის მოსალოდნელი.

„ბიზნეს ასოციაციის ფორმატში ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საქართველოს ეროვნულ ბანკთან და საქართველოს მთავრობასთან, იგეგმება ძალიან საინტერესო ცვლილებები, და ამას რამდენიმე დღეში, კვირაში მთელი საზოგადოება გაიგებს, და მე ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ჩვენ იმ კონდიციაზე გავალთ, როცა ორივე მხარე იქნება კმაყოფილი, ანუ ბიზნესი და ხელისუფლება“-აცხადებს სოსო ფხაკაძე.

ეროვნულ ბანკთან კომუნიკაციაშია საქართველოს ბანკიც. ბანკის გენერალური დირექტორი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა არჩილ გაჩეჩილაძე ამბობს, რომ სებისგან კონკრეტულ შემოთავაზებას სწავლობენ.

„ნებისმიერი ინიციატივა ეროვნული ბანკისგან, რომელიც იქნება რეაქცია იმაზე, რომ დაიძლიოს სირთულეები, რომელსაც ბიზნესი წააწყდა ამ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე. უშუალოდ კონკრეტულ შემოთავაზებას დღეს ვსწავლობთ და პოზიციას ჩამოვაყალიბებთ მოგვიანებით.

ბევრ სხვადასხვა ვარიანტზე იყო საუბარი, კონკრეტულის თქმა გამიჭირდება, თუმცა ჯამში შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ქმედება არის მისასალმებელი ჩვენი მხრიდან, რომელიც იქნება თუნდაც პატარა ნაბიჯი გადადგმული იმისთვის, რომ გამარტივდეს ის ტვირთი, რომელიც შემოტანილ იქნა ამ ინდუსტრიისთვის,“-აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე.