"16 აპრილს უკვე მეექვსედ შევამცირეთ ფასები, მას მერე რაც ნავთობზე ფასების შემცირება დაიწყო, საერთაშორისო ბაზარზე", - ამის შესახებ "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ BM.GE-ს საწვავზე ფასებისა და მოთხოვნის შესახებ საუბრისას განუცხადა.
"რასაკვირველია, ეს პროცესი გაგრძელება, თუ აღნიშნულზე შენარჩუნდება ნავთობის ფასი და ის არ გაიზრდება, თუმცა აქვე ვიტყვი, რომ ბოლო შეთანხმება რაც მოხდა, ოპეკის ქვეყნებსა და რუსეთს შორის, სავარაუდოდ, ფასები ზემოთ უნდა წავიდეს, მაგრამ ეს არის ვარაუდი და ზუსტად ვერაფერს ვიტყვი, თუმცა პროცესები ამაზე მიანიშნებს.
მეორეს მხრივ, კორონავირუსის პანდემიის პრობლემა თუ გარკვეული პერიოდი მაინც ისევ ამ სიღრმეზე დარჩა, რაც არის, ამანც შეიძლება ხელი შეუწყოს ნავთობის ფასების ზრდას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენს ხელში რაც არის, არის ის, რომ იმის გამო, რომ ფასები შემცირდა საერთაშორისო ბაზარზე, ამან ასახვა ჰპოვა საქართველოშიც. 35-დან 45 თეთრამდეა ფასები შემცირებული, ბოლო პერიოდში, რაც ეს კრიზისი დაიწყო. უფრო მეტი იქნებოდა პროდუქტებზე ფასების შემცირების ამპლიტუდა, რომ არა ლარის კურსის დევალვაცია და თქვენ იცით, რომ 2.8-დან 3.15-მდე დაეცა ლარის კურსი დოლართამ მიმართებით, გასაგები მიზეზების გამო და ამ პროცესში ვართ. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად პატარა იყოს მარჟა - ორი რამ მოქმედებს ჩვენთან ფასწარმოქმნაზე, ეს არის ლარის კურსი და ფასები საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა ფხაკაძემ.
მისივე ინფორმაციით, ახალი მარაგების შევსება-შემოტანასთან დაკავშირებით იმპორტიორებს შეზღუდვები არ აქვთ, საწვავზე მოთხოვნა კი შემცირდა.
"ჩვენ ვერ გავექცევით ბაზრის ტრენდს. ასოციაციაში ყველა კომპანიაა გაწევრიანებული, წამყვანი ორგანიზაციები და მე ვიცი მათი გაყიდვების ციფრები. ყველგან მეტნაკლებად, ეს არის შემცირება და ეს თითქმის 40-50%-ია. მომავალ დღეებში კიდევ უფრო მეტი იქნება შემცირება გუშინდელი შეზღუდვის შემდგომ და ახლა ის პერიოდია, რომ მთელი ფოკუსირება ჯანმრთელობის დაცვაზე უნდა გადავიტანოთ. პანდემიის მერე ეკონომიკასაც უნდა მოვუაროთ და ეფექტური მექანიზმები იქნეს შემუშავებული, რისთვისაც ხელისუფლებასთან ყოველდღიურად ვმუშაობთ", - განაცხადა ფხაკაძემ.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი