30.სექტემბერი .2019 18:00

Sotheby's აუქციონზე სკანდალური მხატვრის ტილოს გამოიტანენ

views 148
უკან

დიდ ბრიტანეთში ცნობილი თანამედროვე მხატვრის ბენქსის მეორე ნახატი აუქციონზე გამოვა. ტილოს, სახელწოდებით – Devolved Parliament ("გადაცემული პარლამენტი") Sotheby's აუქციონზე Brexit-მდე ერთი თვით ადრე, ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს გამოიტანენ.

"ამ ნახატის გასაყიდად უკეთეს დროს ვერ შევარჩევდით", - განუცხადა მედიას Sotheby's აუქციონის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა ალექს ბრენციკმა.

ტილოზე შიმპანზეები არიან ასახული, რომლებიც ბრიტანეთის პარლამენტში ადამიანების ნაცვლად სხედან.

ხელოვნების ნიმუშის პოპულარობა ახლა Brexit-ის ფონზე რადიკალურად გაზრდილია. ამასთან დაკავშირებით, აუქციონის სახლი იმედოვნებს, რომ მას $1-დან $3 მლნ დოლარად გაყიდიან.

ეს ტილო მხატვრის ნამუშევრებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდია. მისი სიგანე 4 მეტრი, ხოლო სიმაღლე ორნახევარი მეტრია. ნახატი 10 წლის წინ შეიქმნა.