მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ 150 მილიონ კორონავირუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტს შეიძენს

5f49081ec5398
ნათია თაქთაქიშვილი
28.08.20 18:30
1163
თეთრი სახლის პრესმდივნის კეილი მაგკენანის განცხადებით, აშშ 150 მილიონ ცალ კორონავირუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტს შეიძენს, რაც ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, თეთრი სახლი კორონავრუსის გამოსავლენ სწრაფ ტესტებს Abbott Laboratories-ისგან შეიძენს და გარიგების ღირებულება 750 მილიონ აშშ დოლარ შეადგენს.

„ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება დარჩეს გახსნილი. მოგეხსენებთან, რომ მოსწავლეები და ამერიკელთა ნაწილი სამსახურებს უბრუნდება“, წერს კეილი მაგკენანი საკუთარი Twitter-ის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ გუშინ ოფიცილურად დაამტკიცა Abbott Laboratories-ის კორონავრუსის გამოსავლენი სწრაფი ტესტების ეფექტიანობა. ტესტებს კორონავირუსის დადგენა 15 წუთში შეუძლიათ.

დღეისთვის აშშ COVID-19-ის გავრცელების მიხედვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 5.88 მილიონი და გარდაცვალების 181 ათასი შემთხვევა არის აღრიცხული.