მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Southwest Airlines-ი თანამშრომლებს აცრის შემთხვევაში დამატებით თანხას გადაუხდის

6144836262826
ნათია თაქთაქიშვილი
17.09.21 21:00
535
აშშ-ს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავიაკომპანია Southwest Airlines-ი დამატებით თანხას გადაუხდის თანამშრომლებს თუ აიცრებიან, კომპანიამ ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ კომპანიამ თანამშრომლებს განუცხადა, რომ თუ ისინი 15 ნოემბრამდე წარადგენენ ვაქცინაციის დამადასტურებელ დოკუმენტს, 16 საათის ანაზღაურების ოდენობის ბონუსს მიიღებენ.

„Southwest Airlines-ის თანამშრომლები ბონუს მიიღებენ როგორც სრულად ვაქცინაციის შემთხვევაში, ასევე ერთო დოზით აცრის დროს, მთავარია მათ შეძლონ შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა კომპანიაში“, - აღნიშნულია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს შრომის დეპარტამენტის ცნობით, კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო დიდ კომპანიებსა და საჯარო სექტორში დასაქმებული პირებისათვის სავალდებულო მომდევნო კვირებში ხდება, რომელიც დაახლოებით 100 მილიონ თანამშრომელს შეეხება.