მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Сovid-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება - რა იცვლება?

61e7ae5342fb7
ინგა მურუსიძე
19.01.22 10:34
424
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისები ძლიერდება.

ამ მიზნით, „ცენტრალური ონალინ კლინიკის“(15-22), ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელი ხაზის (15-05) თანამშრომლებისა და პროგრამაში ჩართული ოჯახის ექიმების რაოდენობა იზრდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Сovid-19-ის მართვაში ჩართული „ცენტრალურ ონლაინ კლინიკას“, 60 სპეციალისტი - 30 ექიმი და 30 ოპერატორი ემატება, ასევე, 30 ოპერატორით ძლიერდება ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზი - 15 05.

"გადაწყვეტილების მიხედვით დისტანციურ მართვაში ჩართული პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რიცხვი 60-დან 100 მდე იზრდება. აღნიშნულ პროგრამაში ჩართვამდე ცხელის ხაზის და „ცენტრალური ონალინ კლინიკის თანამშრომელები ეტაპობრივად გადიან სპეციალურ ტრენინგებს, რის შემდეგაც Сovid-19-ის მართვის დისტანციური სერვისის მართვის პროცესში სრულად ჩაერთვებიან", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.