09.მაისი .2021 22:50

„Spacefarms” - ბოსტნეული ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრციდან

„Spacefarms” - ბოსტნეული ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სივრციდან
views 554
უკან

ფუტურისტული მეურნეობა „Spacefarms” მომხმარებელს სტაბილურად 365 დღის განმავლობაში ჯანსაღ, პესტიციდებისგან თავისუფალ ბოსტნეულს სთავაზობს, რომელიც ე.წ. ჭკვიანი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სივრცეში იზრდება, სადაც ტენიანობა, ტემპერატურა და ჰაერში CO2-ის რაოდენობა სრულიად კონტროლდება. პროგრამის საშუალებით მცენარეს განათება და საკვები საჭიროებისამებრ მიეწოდება. ფერმა ამინდსა და ტემპერატუარაზე დამოკიდებული არ არის.

როგორც „Spacefarms”-ის იდეის ავტორი ტუსა ღარიბაშვილი bm.ge-სთან აღნიშნავს, კონტროლირებადი გარემოს აგრომეურნეობა მწვანე და მდგრად მომავალზეა ორიენტირებული.

„ტრადიციულ სასათბურე მეურნეობებთან შედარებით ჩვენ 75%-ით ნაკლებ წყალს ვიყენებთ, მიწის ფართსაც ვზოგავთ, ბოსტნეული კილომეტრებს არ მგზავრობს და არ ფასოვდება. გარემოს ვუფრთხილდებით, წარმოების ნარჩენები არ გვაქვს, პესტიციდებს არ ვიყენებთ და ემისიებს არ გამოვყოფთ, ურბანულ არეალს ჯანსაღი ბოსტნეულის მოყვანით ვამწვანებთ, ახალ ტექნოლოგიებს ვნერგავთ და ახალი თაობის აგრონომებსაც ვზრდით.

ჩვენ 6 სახეობის ბოსტნეულის კულტურაზე, 5 სახეობის მიკრომწვანილსა და საკვებ ყვავილებზე ვმუშაობთ. რაც შეეხება მოსავლის მოცულობას, 150 კვ.მ-ზე თვის მანძილზე დაახლოებით 500 კილოგრამს, დამატებით 15 კილოგრამ მიკრომწვანილს, ვიღებთ“ - ამბობს ტუსა ღარიბაშვილი.

“Spacefarms”-მა პროდუქტის რეალიზებისთვის USAID Agriculture Program-ის ხელშეწყობით საკომუნიკაციო ვებ-გვერდი www.SpaceFarms.ge შექმნა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია Spacefarms-ის გამომწერი გახდეს და თვის ფიქსირებულ დღეებში დილით დაკრეფილი ბოსტნეული პირდაპირ სახლში მიიღოს.

სასტუმრო „სტამბას“ ტერიტორიაზე მდებარე „Spacefarms” ბაზარზე აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით 2020 წლიდან ოპირირებს და 5 ადამიანს ასაქმებს.  ფერმა პროდუქტით სხვადასხვა დაწესებულებას ამარაგებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა