ილონ მასკის SpaceX-ის ღირებულებამ 74 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, კომპანიის ღირებულების ასეთი ზრდა 850 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სახსრების მოზიდვით აიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას Forbes-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, გასულ კვირას SpaceX-ის თითო აქციის ფასმა საფონდო ბირჟებზე 419.99 აშშ დოლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ ილონ მასკმა კოსმოსური კომპანიის აქციის ფასი 2018 წელს საკუთარი Twitter-ის პოსტში დაანონსა, სადაც ის წერდა, რომ SpaceX-ის თითო აქციის ფასი მალე 420 აშშ დოლარს გაუტოლდებოდა. როგორც ჩანს მასკის ნავარაუდებ ღირებულებას, SpaceX-ის აქციის რეალური ფასი ამჟამად მხოლოდ 1 ცენტით ჩამორჩება.
შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი კოსმოსურ კომპანია SpaceX-ში აქციების 48%-ს ფლობს. მასკის წილის ღირებულება აქციების ფასის მატების შედეგად დაახლოებით 32 მილიარდი აშშ დოლარი გახდა ნაცვლად ადრინდელი 20 მილიარდი აშშ დოლარისა.
Forbes-ის მიხედვით, ილონ მასკის მთლიანი ქონების ღირებულება 16 თებერვლის მონაცემებით 174 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს და ის მსოფლიოში მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია ჯეფ ბეზოსის შემდეგ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო