მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-ის კოსმოსური ხომალდი STARSHIP-ი ორბიტაზე ივლისში გაფრინდება

60d9c75da092b
ნათია თაქთაქიშვილი
28.06.21 23:00
639
კომპანია SpaceX-ი, რომლის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკია, კოსმოსურ ხომალდს Starship-ს დედამიწის ორბიტაზე ივლისში გაუშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ SpaceX-მა გასულ წელს Starship-ის რამდენიმე პროტოტიპი გამოსცადა, მაგრამ ორბიტაზე მიღწევა და გასვლა ვერცერთმა მათგანმა შეძლო.

რაც შეეხება თავად Starship-ს, ის ახალი თაობის პილოტირებადი კოსმოსური ხომალდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე 100 ტონაზე მეტი ტვირთის გატანას შეძლებს. დაახლოებით 120 მეტრი სიგრძისა და 9 მეტრი სიგანის მრავალჯერადი გამოყენების ხომალდის დედამიწიდან აფრენას რაკეტა Super Heavy უზრუნველყოფს, მთვარიდან და მარსიდან გასაშვებად კი მას ამაჩქარებელი არ დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი აღნიშნული ხომალდით ტვირთის გადაზიდვის გარდა, მთვარესა და მარსზე ასი ადამიანის ერთდროულად გადასხმას ისახავს მიზნად.