17.ნოემბერი .2020 18:57

SpaceX-ის ხომალდმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწია

views 252
უკან

დღეს SpaceX-ის ხომალდმა Crew Dragon-მა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, ბორტზე NASA-ს 4 ასტრონავტია - მაიკლ ჰოპკინსი, შენონ უოკერი, ვიქტორ გლოვერი და იაპონიის აეროსკოსური კვლევების სააგენტოს ასტრონავტი (JAXA) სოიტი ნოგუტი.

აღსანიშნავია, რომ ვიდრე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს მიაღწევდნენ, ასტრონავტებმა კაფსულაში, დაახლოებით, 30 საათი დაჰყვეს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს Crew Dragon-ის პირველი რეგულარული ფრენაა NASA-ს მართვადი ფრენების კომერციული პროგრამის ფარგლებში. სააგენტოში მას კოსმოსური სარაკეტო სისტემის პირველ „ოპერატიულ“ მისიას უწოდებენ, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

შეგახსენებთ, რომ რაკეტა Falcon 9-მ ფლორიდის შტატში, კანავერალის კონცხიდან სტარტი კვირას აიღო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა