მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა - სამინისტრო

611a5e277ad07
BM.GE
16.08.21 16:41
741
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და „აწარმოე საქართველოს“ ხელმძღვანელი მიხეილ ხიდურელი აშშ-ში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყო ასევე საქართველოს გენერალური კონსული სან-ფრანცისკოში ლევან ბერიძე.

ვიზიტის ფარგლებში GITA-სა და Catapult-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც ფონდი საქართველოს ბაზარზე შემოვიდა. შესაბამისად, ქართულ სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ, ინვესტიციები მოიზიდონ ფონდიდან და გავიდნენ გლობალურ ბაზარზე.

სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეხვედრები გაიმართა Founders Fund-ის პარტნიორთან Trae Stephens-თან და Craft Ventures-ის პარტნიორ Brian Murrey-სთან.

500Startups-ის პროგრამის Showcase Day სან-ფრანცისკოში გაიმართა და 500Georgia პროგრამის მონაწილე ოთხი სტარტაპი Payze, Agrolabs, Cardeal.ge და Cargon აქსელერაციის ბოლო ეტაპის პარალელურად უცხოელი ინვესტორების წინაშე წარსდგნენ.

საქართველოში დატა ცენტრების გახსნისა და დეველოპერული წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა Oracle-თან , რაც ქართველი IT სპეციალისტებს საშუალებას მისცემს, დასაქმდნენ ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ კომპანიაში, ხოლო ქართულ სტარტაპებს - Oracle-ის აქსელერაციის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას.

ასევე, ვიზიტის შედეგად, SpaceX-მა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე დაინტერესება გამოთქვა. შესაბამისად, საქართველო განიხილება როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც მათი მხრიდან მოხდება საქართველოს მოსახლეობისთვის თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდება და SpaceX-ი GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომაც გაავრცელა.