14.აგვისტო .2021 16:07

SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს - GITA

views 11203
უკან

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფორმაციით, SpaceX საქართველოს თანამგზავრული ინტერნეტის მიწოდების საპილოტე ქვეყნად განიხილავს. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქართული დელეგაცია აშშ-ში SpaceX-ში ვიზიტით იმოყოფებოდა.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ცნობით, საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე და საქართველოს გენერალური კონსული სან ფრანცისკოში ლევან ბერიძე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ SpaceX-ის უფროს ფინანსურ ოფიცერს Bret Johnsen და უფროს ფინანსურ დირექტორს David Finlay შეხვდნენ. ასევე შეხვედრას SpaceX-ის ერთ-ერთი ინვესტორი Bill Reichert ესწრებოდნენ.

„SpaceX-მა დაინტერესება გამოთქვა საქართველოს ინტერენეტიზაციის პროცესში ჩართულობაზე, შესაბამისად მათი მხრიდან განიხილება საქართველო, როგორც ერთ-ერთი პირველი საპილოტე ქვეყანა, სადაც SpaceX-ი მოსახლოებას მიაწოდებს თანამგზავრულ ინტერნეტს. ასევე განხილულ იქნა საქართველოსა და ქართველების მეტი ჩართულობა მათ სამომავლო გეგმებში.

მოლაპარაკების შედეგად უახლოეს პერიოდში SpaceX-ი #GITA-ს დახმარებით დაიწყებს ოფიციალურ პროცედურას საქართველოში ინტერნეტ პროვაიდერის ლიცენზიის მისაღებად“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ილონ მასკის კომპანიის SpaceX-ის პროექტის Starlink-ის მიზანია დედამიწის გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით უზრუნველყოფა და ინტერნეტით მთელი პლანეტის დაფარვა. პროექტის საბოლოო მიზანია, მსოფლიოსთვის არსებულზე გაცილებით სწრაფი ინტერნეტის მიწოდება. 
ბოლო მონაცემებით, სფეის იქსს დედამიწის ორბიტაზე ასეულობით თანამგზავრი ჰყავს გაშვებული და ეტაპობრივად კიდევ 40 000 ხელოვნური თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა