მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში კორონავირუსი ამჟამად 4 430 ადამიანს აქვს – განახლებული სტატისტიკა

5f7dfe793277f
თამთა ჯიჯავაძე
07.10.20 23:50
1604
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ინფოგრაფიკის მიხედვით, 7 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 430 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. მათგან კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს 1 310 პაციენტი. ინფიცირების 508 შემთხვევა დღეს გამოვლინდა.

ამდრომდე COVID-19 საქართველოში სულ 5 235-მა პაციენტმა დაამარცხა.

7 ოქტომბრის მონაცემებით, საერთო ჯამში საქართველოში კორონავირუსის 9 753 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსმა 63 პაციენტი იმსხვერპლა. მათგან ხუთი დღეს გარდაიცვალა.

ამასთან, ამჟამად კარანტინის რეჟიმში 5 824 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 მოქალაქე, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გარდა ამისა, ქვეყანაში ჯამში ჩატარებულია 696 784 ტესტი, PCR ტესტირებულთა რაოდენობა 100 000 მოსახლეზე 18 746-ს შეადგენს. დადებითობის მაჩვენებელი კი 1.4%-ია.