მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სპეც-სესხები სექტორულად" - როგორ დაეხმარება "საქართველოს ბანკი" ბიზნესს კრიზისიდან გამოსვლაში?

5ead74d0b8615
ინგა მურუსიძე
02.05.20 21:00
3901
„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, საქართველოს ბანკი კრიზისის შემდგომ მდგომარეობიდან გამოსვლაზე მუშაობს, მათ შორის სექტორულად. ამის შესახებ ქვეყნის ერთ-ერთმა მთავარმა ბანკირმა Forbes talks ფორმატში ფორბსის მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ისაუბრა.

„სურათი ის არის, რომ მთელ საქართველოს და მთელ ეკონომიკას არ ულხინს და ეს რა თქმა უნდა ჩვენზეც აისახება. ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, თუ რამდენს და როგორ გაუჭირდება, თუმცა ცხადია, რომ მარტივი სიტუაცია არ იქნება. მიმდინარეობს მუშაობა სექტორების მიხედვით და ვმუშაობთ იმაზე, თუ სად და როგორ გავაკეთებთ შესაბამის რესტრუქტურიზაციას, თუ დახმარებებს. არის ისეთებიც, სადაც შეიძლება საოპერაციო ხარჯების დაფარვაშიც დავეხმაროთ. იგულისხმება სპეც-სესხების მიცემა გარკვეულ სექტორებზეც.

არის სექტორი, სადაც შეიძლება პროცენტის რესტრუქტურიზაცია, იგულისხმება სასტუმროები. ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან მძიმეა, თუმცა იმ რეალობის ნაწილია, რომელსაც ერთად გავდივართ. ეროვნულ ბანკთან მოხდა შეთანხმება, რომ წინასწარ, რეზერვის გადადება მოხდა 400 მილიონის სახით ჩვენს შემთხვევაში და მთელ სისტემაზე სამი მაგდენი, რაც არის გადადებული იმისთვის, რომ თუ დანაკარგები იქნება, არ აისახოს კაპიტალის მაჩვენებელზე და საფრთხე არ შეექმნას სიმყარეს. საკმაოდ დიდი რეზერვი გადავდეთ და იმედია, ამის ათვისება სრულად არ დაგვჭირდება“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 მაგალითისთვის გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ბანკს ტურიზმის სფეროს ქეისებში მოუწევს უპრეცედენტო ნაბიჯების გადადგმა.
„როცა ბანკი პროცენტის კაპიტალიზაციას აკეთებს, ეს ჩვეულებრივი თემა არ არის“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.