მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალისტებმა მარნეულში 20 ათასი ადამიანი მოინახულეს და მათგან 2 იყო საყურადღებო - ირაკლი ჩიქოვანი

5e7b19929848e
ინგა მურუსიძე
25.03.20 12:39
665
სპეციალისტებმა მარნეულში 20 ათასი ადამიანი მოინახულეს და მათგან 2 იყო საყურადღებო, - ამის შესახებ პრემიერის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ჯგუფებმა, რომელიც შექმნილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების და მედიკოსების მიერ, მარნეულში უკვე 20 ათასი ადამიანი მოინახულეს და მათგან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე. ორი იყო საყურადღებო და ისინი მოთავსებული არიან მარნეულის საავადმყოფოში", - განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ: მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში კარანტინია გამოცხადებული.