საქართველოში ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა (NAITS) სრული დატვირთვით მუშაობს, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტია საქართველოში.
FAO-ს ინფორმაციით, პირველი ფაზა, რომელიც 5-წლიან პერიოდს მოიცავდა, წარმატებით დასრულდა. ამ ეტაპზე, NAITS ელექტრონული სისტემა აერთიანებს ინფორმაციას შინაური ცხოველების შესახებ, რომელთა იდენტიფიცირებასაც კანონი ითვალისწინებს.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობის შედეგად, NAITS-ის სისტემაში 900-ზე მეტი მომხმარებელი (სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, ინსპექტორები და სხვა დაინტერესებული მხარეები), 250 000-ზე მეტი ცხოველთა სადგომია დარეგისტრირებული; თავმოყრილია მონაცემები მილიონზე მეტ მსხვილფეხა საქონელზე. სისტემაში ცხოველების შესახებ იძებნება ისეთი ტიპის ინფორმაცია, როგორიცაა, მაგალითად, მათი წარმოშობა, გადაადგილება, ვაქცინაცია, დაკვლის თარიღი - რათა ცხოველური წარმოშობის პროდუქტი „ფერმიდან - სუფრამდე“ პრინციპით, დოკუმენტირებული და სრულად მიკვლევადი იყოს.
ხორცისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიკვლევადობა, რომელსაც NAITS ემსახურება, სურსათის უვნებლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მომხმარებლისთვის უვნებელი ხორცპროდუქტების მიწოდებასთან ერთად, პროგრამა წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს სასურსათო სისტემის გაუმჯობესების გზაზე და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესრულებაში“, - განმარტავენ პროგრამის ავტორები.
FAO-ს ინფორმაციით, ამჯერად, FAO-ს გუნდი სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სამომხმარებლო მოდულის დასრულებაზე მუშაობს, რომლის შედეგად შექმნილი NAITS-ის ანდროიდ აპლიკაცია მყიდველებს საშუალებას მისცემს, ხორცისა თუ ცხოველური წარმოშობის პროდუქტის შესახებ ინფორმაცია დახლთანვე, ელექტრონულად მოიძიონ.
„NAITS-ი მნიშვნელოვნად ზოგავს ზემოთ აღნიშნული მონაცემების აღრიცხვის დროსა და რესურსს. ის საქართველოში ამ მიმართულებით დანერგილი ქაღალდის ფორმების შევსებას სრულად ელექტრონული სისტემით ჩაანაცვლებს. მთლიანობაში, პროექტის განმავლობაში გადამზადდა ასობით ვეტერინარი, გაიმართა სამუშაო შეხვედრები და შესაბამისი ინფორმაცია გადაეცა ქვეყანაში ფერმერთა დიდ ნაწილს, მათ შორის, მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც განახლებული NAITS დანერგა. მისი შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ევროკავშირისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების გამოცდილება. სისტემის ეფექტურობასა და მაღალ ხარისხს სხვა ქვეყნების დაინტერესებაც ადასტურებს. კერძოდ, ჩრდილოეთ მაკედონიამ ოფიციალურად ითხოვა NAITS-ის დანერგვა. სისტემისადმი ინტერესი ასევე გამოხატეს ალბანეთმა, უზბეკეთმა, ყირგიზეთმა, მონღოლეთმა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებმა.
„სრულად ფუნქციური ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის შექმნა და დანერგვა საქართველოში FAO-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ვამაყობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით და ვეტერინარებისა და ფერმერების აქტიური ჩართულობით ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სისტემა შევქმენით. მოხარული ვართ, ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებს გავუზიაროთ, რომლებმაც უკვე გამოხატეს ინტერესი, ამასთანავე, განვაგრძოთ პროექტის მეორე ფაზა საქართველოში, რათა უფრო მეტი წვლილის შეტანა შევძლოთ სურსათის მიკვლევადობის გასაუმჯობესებლად და, შესაბამისად, სურსათის უვნებლობის მაღალი სტანდარტების მისაღწევად“, - აღნიშნა NAITS-ის პროექტის მენეჯერმა მიხეილ სოხაძემ.
2022 წელს, NAITS-ის მეორე ფაზა იწყება. პროექტის ძირითადი მიზანი, ქვეყანაში სისტემის დანერგვისა და გაფართოების მიზნით, სახელმწიფოს ტექნიკური მხარდაჭერაა. აღსანიშნავია, რომ მეორე ფაზა განსაკუთრებით კონცენტრირდება კერძო სექტორსა და მომხმარებელზე, რათა მხარეებმა პროექტისგან და მასში თავმოყრილი ინფორმაციისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღონ.
ცნობისთვის: სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ ეს პროექტი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ერთობლივად განახორციელეს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება