11.აგვისტო .2020 13:44

სპეციალური ჩარტერული რეისით გერმანიაში 125 სტუდენტი გაემგზავრა

views 282
უკან

დღეს გერმანიის ქალაქ ბერლინში მორიგი სპეციალური ჩარტერული სუბსიდირებული რეისი შესრულდა. დღევანდელი რეისით გერმანიაში გაემგზავრა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის 125 სტუდენტი საქართველოდან, რომელთაც გერმანიაში დროებითი დასაქმების კონტრაქტები აქვთ.

სპეციალური ჩარტერული ფრენის ორგანიზება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა უზრუნველყვეს, ხოლო ქართველი სტუდენტების რეგისტრაციის პროცესი, რომლებიც აღნიშნული სუბსიდირებული რეისით გერმანიაში გაემგზავრნენ, ახალგაზრდობის სააგენტომ განახორციელა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა რევაზ ჩარკვიანმა დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიაში მიმავალი სტუდენტები გააცილა.

მათი ნაწილი სტაჟირებასა და პრაქტიკას გერმანიის სამეცნიერო და სამრეწველო საწარმოებში გაივლის და სამშობლოში სწავლის დაწყებამდე დაბრუნდება.

სოციალური ჩარტერული ფრენა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ შეასრულა.