30.მარტი .2020 19:06

სპეციალური საშვები და გამონაკლისები - ვიცე-პრემიერი შემოღებულ ნორმებს განმარტავს

views 5028
უკან

31 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული ზომები მნიშვნელოვნად გამკაცრდება. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ღამის 21:00-დან დილის 06:00-მდე ე.წ. "კომენდანტის საათი" იქნება ძალაში, დილის საათებში კი, ქვეყანაში საზოგადოებრვი ტრანსპორტით გადაადგილება (გარდა ტაქსისა) ფაქტობრივად შეწყდება. 

სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები გარკვეულ გამონაკლისებსაც ითვალისწინებს. კერძოდ. ცალკეული სექტორების წარმომადგენლებს მთავრობისგან სპეციალური საშვის მიღება შეეძლებათ, რომელიც მათ ღამის საათებში გადაადგილების უფლებას მისცემს. ამასთანავე, საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობაზე ეს ზომები არ გავრცელდება. 

მაია ცქიტიშვილის განმარტება:

"სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დარგები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საწარმოები, გარკვეული ეკონომიკური აქტივობა, რომელიც დასაშვებია რომ წარიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად იქნება ნებადართული იმ რეჟიმის ფარგლებში, რომელიც მთავრობის მიერ დადგინდება.

ეს ეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა ტელესაკომუნიკაციო სივრცე, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორები, საბანკო სფერო, ასევე როგორც იცით, ეს არის სასურსათო და სააფთიაქო ქსელი და მათი მოწოდების ჯაჭვი. ასევე, ბუნებრივია, ჩვენ უზრუნველვყოფთ კომუნალური და მუნიციპალური სერვისების, როგორიცაა, წყალმომარაგება, ბუნებრივი აირი, საწვავით მომარაგება, ელექტროენერგია, საფოსტო სერვისები მათ უწყევტ ფუნქციონირებას. ასეთი ტიპის ოპერატორებისთვის იქნება დადგენილი ოფიციალური რეჟიმი, რომლის ფარგლებშიც მათ ექნებათ ვალდებულება, რომ დაამტკიცონ, რომ ყველა ის წესი, რომელიც არის დადგენილი ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არის დაცული. 

ასევე, როგორც მოისმინეთ სატრანსპორტო შეზღუდვების ფარგლებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა არის გაჩერებული და იქნება გაჩერებული ხვალ, დილის 08:00-დან მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, იმ ადამიანების გადაყვანა, რომლებიც იქნებიან დასაქმებული როგორც სამედიცინო სფეროში, ასევე ყველა იმ სტრატეგიულ დარგში და საწარმოებში, რომლებიც მე ჩამოვთვალე და რომელიც იქნება ნებადართული, უნდა იყოს ორგანიზებული დამსაქმებლის მიერ ან თანაშრომელი იმოგზაურებს პირადი ავტომობილით ან ტაქსებით, რომლებიც ასევე არის დაშვებული.

ტაქსებით სარგებლობა 21:00-ის მერე, ბუნებრივია, არ მოხდება. ჩვენ გვაქვს ორი რეჟიმი, პირველი ეს არის რეჟიმი, რომელიც შევა დილის 8 საათიდან, რომელიც გულისხმობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვას, მაგრამ დილის რვა საათიდან საღამოს 21:00 საათამდე ნებადართულია პირადი ავტომობილებით მოძრაობა და ტაქსების მუშაობა.

რაც შეეხება ე.წ. საკომენდანტო საათის პერიოდს, დამატებით გადაადგილების შეზღუდვას, რომელიც იმოქმედებს საღამოს 21:00-დან დილის 06:00-მდე, ამ პერიოდის განმავლობაში იმოძრავებენ მხოლოდ ის ავტომობილები, რომელთაც აქვთ სპეციალური საშვი. ეს შეეხება როგორც მედიის წარმომადგენლებს, ასევე - სხვა სფეროებს. იმოქმედებს სპეციალური ცხელი ხაზი 144, რომელზეც ბიზნესებს, მოქალაქეებს შეუძლიათ მიიღონ დამატებითი განმარტებები და დაუკავშირდნენ ამ ცხელ ხაზზე და სპეციალურად გამოყოფილ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე და განათავსონ მათი განაცხადი ასეთი ტიპის საშვების მიღებაზე და შესაბამისად, მიეცეთ დასტური საშვის სახით გადაადგილებისთვის 21:00-დან დილის 06:00-მდე, სხვა პერიოდში მიეცეს საშუალება ეკონომიკური საქმიანობის წარმართვაზე," - განაცხადა ვიცე-პრემიერმა. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა