მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრემიერმა მიხეილ ჩხენკელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

64182c85bfa54
BM.GE
20.03.23 13:49
615
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ ჩხენკელს მინისტრობის პერიოდში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, ყოფილმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა მთავრობის მეთაურს და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივი იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუნდში მუშაობა.

მთავრობის მეთაურმა ყოფილ მინისტრს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

მიხეილ ჩხენკელი აკადემიურ საქმიანობას უბრუნდება და მუშაობას გააგრძელებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთში პრემიერი აპირებს მიხეილ ჩხენკელის შემცვლელის წარდგენას.