მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეკულაციაა, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა - მთავრობის ადმინისტრაცია

60f51d99197fa
ელენე გოგბერაშვილი
19.07.21 10:29
845
რამდენიმე საათის წინ აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის წერდა, რომ მიმდინარე კვირაში ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი უნდა შემდგარიყო, სადაც საქართველოს პრემიერი სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატებსა და კონგრესმენებს უნდა შეხვედროდა, თუმცა დაგეგმილი ვიზიტი ჩაიშალა. მიზეზად დევდარიანი კონგრესმენების მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის ნულის ტოლ ინტერესს ასახელებს.

"კონგრესმენი კინზინგერი ერთ-ერთი იყო, ვინც უარი თქვა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე"- დაწერა დევდარიანმა.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ განცხადებას ავრცელებს მთავრობის ადმინისტრაცია. განცხადებაში ნათქვამია, რომ სპეკულაციაა, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

"გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა"-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.