05.სექტემბერი .2019 23:00

„სპეკულაციები რთველთან დაკავშირებით არის ზედმეტი"

views 180
უკან

„სპეკულაციები რთველთან დაკავშირებით არის ზედმეტი, რთველი წარმატებით ჩაივლის,“ - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში პროგრამის წარდგენის შემდეგ ,განაცხადა.

„ყურძნის ფასებს რაც შეეხება, სამწუხაროდ გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და ეს გარკვეული ოპოზიციური ძალების მხრიდან მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა იყო, რომ წელს საქართველოში ფასები ძირითად ინდუსტრიულ ყურძენზე რქაწითელზე იქნებოდა უფრო ნაკლები ვიდრე ეს იყო წინა წელს ეს ასე არ არის. ჩვენ ამ შემთხვევაში მაქსიმუმს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი მოლოდინები შეიქმნა ღვინის მწარმოებელი კომპანიების მხრიდან რუსეთის ბაზარზე შექმნილი პოტენციური შეფერხებების გამო 70 თეთრზე ნაკლები რქაწითელის ფასი არსად არ არის.

ეს არის რიგით ინდუსტრიულ ყურძენზე საუბარი, სადაც როგორც წესი კომპანიები უფრო მეტსაც იხდიან 75 თეთრი და ა.შ, სხვადასხვა მიკროზონაში ხარისხის მიხედვით ფასები კიდევ უფრო მაღალია. რაც შეეხება, კახურ მწვანეს ესეც ძირითადი ინდუსტრიული ჯიშია და სხვადასხვა ზონაში სხვადასხვა ფასები მერყეობს. საფერავის ფასი დღეს არის მინიმუმ 1.55-1.60 ლარი, ხოლო მიკროზონებში 1.85-2 ლარი.

შესაძლოა მეტიც იყოს, გააჩნია მიკროზონას და ყურძნის ხარისხს. ასე რომ სპეკულაციები რთველთან დაკავშირებით არის ზედმეტი, რთველი წარმატებით ჩაივლის ისე როგორც ჩვენ გვეკადრება.“ - განაცხადა დავითაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა