19.აგვისტო .2019 15:50

Spiegel: Vapiano-ს შეფი გადადგა - რესტორნების ქსელი კრიზისშია

views 532
უკან

მსოფლიოში ცნობილი რესტორნების ქსელის Vapiano-ს ხელმძღვანელი დაკავებული თანამდებობიდნ გადადგა. განცხადებაში კორნელიუს ევერკემ პოსტის დატოვების მიზეზად პირადი პრობლემები დაასახელა.


სწრაფად მზარდი რესტორნების ქსელი, რომელსაც სათაო ოფისი გერმანიის ქალაქ კიოლნში აქვს, უკვე საკმაოდ დიდი ხანია ღრმა ფინანსურ კრიზისში იმყოფება.

როგორც გერმანული Spiegel იუწყება, დაახლოებით, 372 მილიონი ევროს ბრუნვით, კომპანიამ 2018 წელს 101 მილიონი ევრო იზარალა, რაც მაღალი ოპერაციული ხარჯებით იყო გამოწვეული იყო.

შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაიზარდა დავალიანება. ამას დაემატა მსოფლიო ბაზარზე ქსელის არც თუ მაღალი აქტივობები, რესტორნების გაყიდვები კი,1%-ით დაეცა.

"ვაპიანოს’’ ევერკეს მემკვიდრე ჯერ არ უპოვია,  კომპანიას დროებით, 2020 წლის აპრილამდე  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ვანესა ჰოლი მართავს.

Vapiano 2017 წელს დაფუძნდა, კომპანიამ გასული წლიდან მსოფლიოს 33 ქვეყანაში ქსელის არაერთი რესტორანი გაიხსნა. მთლიანობაში "ვაპიანოს" 230 რესტორანი აქვს; მომხმარებელს იტალიურ კერძებს სთავაზობს, რომელსაც ადგილზე, რესტორნებში, კლიენტის წინაშე ამზადებენ.  სწრაფი და არც თუ ძვირი რესტორნების ქსელი ევროპაში ძალიან პოპულარულია.