მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spilow-ს საბავშვო სამოსი გერმანიის, იტალიისა და საფრანგეთის მაღაზიებში გაიყიდება

5f744580838c8
ვიქტორია მღებრიშვილი
04.10.20 23:00
1705
გერმანია, საფრანგეთი და იტალია - ეს ის ქვეყნებია, სადაც საბავშვო სამოსის მწარმოებელი ქართული კომპანია Spilow-ს პროდუქცია გაიგზავნება.

როგორც BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი სოფიო ჩხაიძე აცხადებს, პროდუქცია პირველად 2019 წლის დასაწყისში, საბავშვო სამოსის გამოფენების Play Time Paris-ზე და ფლორენციაში TT Bimbo-ზე წარდგენის შემდეგ, სატესტოდ ლონდონსა და ბეირუთში გაიტანეს.

„ორი წლის წინ პირველად, ჩვენი ინიციატივით „აწარმოე საქართველოში“ შევაწუხეთ და საბავშვო ტანსაცმლის სექტორში მომრავლებული კომპანიებისთვის საერთაშორისო გამოფენებზე წასვლის დაფინანსება ვთხოვეთ. შედეგად წელს, იანვარში, მეორედ მივიღეთ მონაწილეობა საერთაშორისო გამოფენებში, სადაც ინტერესი ჩვენი პროდუქციის მიმართ რამდენიმე ქვეყნიდან წამოვიდა. გაზაფხულზე მოვასწარით და საბავშვო სამოსი საბერძნეთში, ლუქსემბურგსა და ბელგიაში გავუშვით, დღეს კი Spilow-ს პროდუქცია გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში გაიგზავნება.



პირველი შეკვეთები მცირე, ასე ვთქვათ სატესტო მოცულობებით გადის, რომლითაც დამკვეთები ხარისხს ამოწმებენ, რადგან მათთვის ჩვენ ჯერ ახლები ვართ. მაგალითისთვის, ლუქსემბურგის შემთხვევაში, ამ სატესტო პარტიის გაგზავნას განმეორებითი შეკვეთები მოჰყვა და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი დამკვეთების მოთხოვნებსა და მოლოდინებს ხარისხობრივად დავაკმაყოფილებთ“, - განაცხადა Spilow-ს დირექტორმა.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის Play Time Paris-ზე და TT Bimbo-ს გამოფენებზე ინტერესი ჩინეთიდანაც იყო და საკმაოდ მოცულობით შეკვეთებიც გაკეთდა, თუმცა პანდემიამ ეს პროცესები შეაჩერა და შეკვეთებიც გაუქმდა.

სოფიო ჩხაიძემ მცირე მეწარმეებისთვის საერთაშორისო გამოფენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიები ამ გამოფენებზე იძენენ გამოცდილებას, კონტაქტებს და შესაძლებლობას შევიდნენ მსოფლიო ბაზარზე.