მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპირტის მწარმოებელი ღვინის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს

5f253d6d731bc
ანა ჯოხაძე
01.08.20 15:04
1174
სპირტის მწარმოებელი კომპანია "იბერიკა სპირიტსი" ღვინის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ბიუროკრატიაზე საუბრობს. როგორც კომპანიის  დამფუძნებელი bm.ge-თან ამბობს, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ხარისხის სერთიფიკატების აღების პროცესი დროში იმდენად არის გაწელილი, რომ მათ საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობას ხელს უშლის.

“ჩევნთვის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც ხარისხის სერთიფიკატების გაცემაზე ძალიან პრობლემურია. პროცესები დროში არის გაწელილი, რაც საკმაოდ ცუდია. როცა შეკვეთა გაქვს, სერთიფიკატი უნდა აიღო და საზღვარგარეთ ექსპორტზე ისე გაიტანო პროდუქტი. მითუმეტეს, რომ ჩვენ მხოლოდ ევროპაში გაგვაქვს და არა სხვა ქვეყნებში, შესაბამისად ევროპა არის ჩვენი ბაზარი, სადაც მიწოდებაზე ჩავარდნა არ უნდა იყოს. მოთხოვნაც ყოველთვის არის, იმიტომ, რომ ქართული ღვინისგან დამზადებული სპირტი ერთ-ერთი საუაკეთესო ხარისხისაა. მოთხოვნა არის, მაგრამ ამ ხელოვნური ბარიერების გამო ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ “- აცხადებს “იბერიკა სპირიტსის” დამფუძნებელი გიორგი ჟამუტაშვილი.