მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტ-დარბაზებში ზოგიერთი ვარჯიშის დროს, შესაძლოა, პირბადე სავალდებულო გახდეს

6038cfdc6f9d6
ვიქტორია მღებრიშვილი
26.02.21 14:51
1960
ეკონომიკის სამინისტროში 15 მარტიდან სპორტ-კომპექსების ამოქმედებასთან დაკავშირებული საკითხები დარგის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ შრომის ინსპექციის უფროსმა ბექა ფერაძემ განაცხადა, ფიტნეს-ცენტრების რეგულაციებში გარკვეული ცვლილებები შევა, რომელიც გარკვეული ვარჯიშების დროს პირბადის ტარებასაც გულისხმობს.

„განვიხილეთ ის დამატებითი რეგულაციები, რომლითაც მათი ოპერირების განახლებაა დაგეგმილი. რეგულაციები მოიცავს თანამშრომელთა სავალდებულო ტესტირების ნაწილს, რომლის წარმოება სავალდებულო იქნება 2 კვირაში ერთხელ და ამით მეტად უსაფრთხო გახადონ გარემო, რითაც მოვახდენთ პრევენციას და ასევე, განიხილება იმ ვარჯიშების ჩამონათვალი, რომლის დროსაც სავალდებულო იქნება პირბადის გამოყენება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

ფიტნეს-ცენტრ „ოკტოპუსის“ დამფუძნებლის გიორგი ასათიანის თქმით, ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე დარგისთვის დამატებითი ხელშეწყობის მექანიზმებზეც ისაუბრეს.

„მოხარულები ვართ, რომ გვეძლევა საშუალება 15 მარტიდან გავიხსნათ. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვიზამთ, რომ მომხმარებელს უსაფრთხო გარემო დავახვედროთ და ყველა რეგულაცია ზედმიწევნით შევასრულოთ.

განვიხილეთ რიგი საკითხები თუ რა დამატებითი შეღავათები შეიძლება გაეწიოს ჩვენს სექტორს, ისევე როგორც გავცვალეთ თუ რა სარგებელი მოაქვს ვარჯიშს და ცხოვრების ჯანსაღ წესს“, - განაცხადა გიორგი ასათიანმა.