მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტკლუბი "რეფორმას" მეორე ფილიალი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე გაიხსნა

638ef539539ec
თათია ჩაფიჩაძე
06.12.22 12:01
1261
ბერი გაბრიელ სალოსის N3-ში ახალი კონცეპტუალური სავარჯიშო სივრცე „რეფორმა“ გაიხსნა. კლუბი 1 400 კვ.მ ფართობზეა გაშლილი და ექვს ინდივიდუალურ სივრცეს აერთიანებს. მათ შორის არის სპინინგის სტუდია, კარდიო ვარჯიშების სივრცე, ძალისმიერი ვარჯიშები და კრივი.

მსოფლიოში ცნობილი ბრენდის technogym-ის და რეფორმას ერთობლივი კოლაბორაციით დარბაზში წარმოდგენილია 100-ზე მეტი ერთეული სავარჯიშო მოწყობილობა, რაც ერთდროულად 1000-მდე მომხმარებლის მიღების საშუალებას იძლევა.

ახალი, რიგით მეორე ფილიალის გახსნასთან ერთად კომპანიამ რებრენდინგი გამოაცხადა, რაც ყველაზე მასშტაბური ცვლილებაა „რეფორმას“ არსებობის ისტორიაში. სავარჯიშო სივრცის გარდა ბრენდი მომხმარებლებს განახლებულ დიზაინ და ციფრულ კომუნიკაციებს სთავაზობს. მაღალტექნოლოგიური დარბაზი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მიღწეული შედეგები სმარტფონში ან ჭკვიან საათში გადაიტანონ და ერთგვარი ანალიტიკა აწარმოონ, რაშიც რეფორმას პროფესიონალი ტრენერები დაეხმარებიან.

"წელს ახალი ფილიალის გახსნასთან ერთად, კომპანიამ გააკეთა რებრენდინგი, რის ფარგლებშიც გვაქვს ახალი სლოგანი „შინაგანი რეფორმა“ და გარდა ამისა, ახალი ბრენდი აისახება როგორც ლოგოში ასევე ბრენდის თანამედროვე და ახალი სტილის კომუნიკაციებში რასაც იხილავთ ჩვენს სოციალურ გვერდებზე. ახალი სტილის კომუნიკაციები მთელს დარბაზშია და მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტულ და ინტერაქციულ გარემოს ვუქმნით.“ - განაცხადა „რეფორმა“ ბრენდ-მენეჯერმა ლაშა შეყილაძემ.

ფიტნეს კლუბი „რეფორმა“ ბაზარზე უკვე 4 წელია არსებობს და მომხმარებლებს ხარისხიან სივრცეს, პროფესიონალ ტრენერებს და სასიამოვნო გარემოს სთავაზობს. ამ დროის განმავლობაში კლუბს 7000-ზე მეტი ერთგული მომხმარებელი ჰყავს, ყოველდღიურად კი 400-ზე მეტი ვიზიტი ფიქსირდება.

კომპანიის სამომავლო გეგმებშია თბილისის ცენტრალურ და გარე უბნებში კიდევ რამდენიმე მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე და სასიამოვნო გარემოს შექმნა. „რეფორმას“ რიგით მესამე ფილიალის გახსნა 2023 წელს იგეგმება.

R