მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტის უნივერსიტეტი უნდა აღვადგინოთ - წულუკიანი

61a9e623772a9
მარიამ ვარადაშვილი
03.12.21 14:00
1389

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, სპორტის უნივერსიტეტი უნდა აღდგეს. როგორც მან პარლამენტში გამოსვლისას თქვა, ექსპერტიზის დასკვნით უნივერსიტეტის შენობა, სავარაუდოდ, რესტავრაციას აღარ ექვემდებარება.

“სპორტის უნივერსიტეტი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ის უნდა აღვადგინოთ. სექტემბერში ჩავატარეთ ექსპერტიზის მრავალხრივი, კომპლექსური დასკვნა და სამწუხაროდ, ჩანს, რომ შესაძლებელია ეს შენობა გამაგრებით სამუშაოებს აღარ დაექვემდებაროს. გამოსავალი რა არის?! რთული სათქმელია ასეთ დროს რა არის გამოსავალი, ვინაიდან ყველაფერი ფინანსური საკითხია, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა, გვაქვს ნება, რომ ეს უნივერსიტეტი იმავე ადგილას აღვადგინოთ და არ ვიყოთ ხელებჩამოშვებულები”,-აცხადებს წულუკიანი.

თეა წულუკიანმა იმედი გამოთქვა, რომ მის აღსადგენად ბიუჯეტში თანხა “გამოინახება". მან ასევე ისაუბრა წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უნივერსიტეტის გაუქმების ნაწილში.

“ ბევრი კომპონენტის გაყიდვაც იყო დაგეგმილი, მაგრამ ცარიელი სკამები(გულისხმობს "ნაციონალურ მოძრაობას", რომლებიც მის გამოსვლას პარლამენტში არ ესწრებიან), რომლებსაც არა მხოლოდ სკამები აქვთ ცარიელი, იმას ვერ მოეწრნენ რომ სპორტის უნივერსიტეტი წაერთმიათ ქართული სპორტისთვის. სამაგიეროდ მოესწრნენ იმას, რომ დღეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია და იმედია გამოინახება თანხები მის აღსადგენად”,-აცხადებს წულუკიანი.

სპორტის უნივერსიტეტის შენობა, რომელიც ვაკეში მდებარეობს, დღეისთვის საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია. 2013 წელს მოხდა შენობის შესწავლა სამხარაულის ბიუროს მიერ და დაიდო დასკვნა რის შედეგადაც, სტუდენტების შენობაში ყოფნა იყო შეუძლებელი, ამიტომაც 2019-2020 წლები დაწესებულების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სეუ-ს უნივერსიტეტში, რომელმაც მათ დაუთმო ორი სართული, შემდგომ კი განათლების სამინისტრო დაწესებულებას დაუთმო სოხუმის უნივერსიტეტში ერთი სართული.