„სპორტს მედია ჰოლდინგი“ 2 უმსხვილესი საერთაშორისო სპორტული მედიის – Setanta sports-ისა და SBC-ის ექსკლუზიური წარმომადგენელია CIS რეგიონში. როგორც კომპანიაში ამბობენ, სწორედ ამ ექსკლუზიური პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა „ონლაინ“ გეიმინგის და სპორტული მედიის ბიზნესის ინდუსტრიებში, ყველაზე მსხვილი დიჯიტალ „ივენთი“, SBC DIgital Summit -ის სერიიდან.
ღონისძიების დელეგატები ერთმანეთს, გეიმინგ სფეროში, თავიანთ გამოცდილებას, CIS-ს ქვეყნებში ბიზნეს გარემოს, რეგულაციების, მარკეტინგული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.
2021 წელს ორი დიდი, უკრაინის და უზბეკეთის „ონლაინ“ გემბლინგ ბაზარი იხსნება. „სპორტს მედია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი ამბობს, რომ ეს „ივენთი“ უნიკალური შესაძლებლობაა იმ ქართული კომპანიებისთვის, ვისაც გეიმინგ ოპერატორებთან მუშაობის გამოცდილება აქვთ. ღონისძიებაზე მათ ექნებათ შესაძლებლობა, უცხოურ გიგანტ კომპანიებს, რომლებიც ამ ბაზრებზე შესვლას გეგმავენ, საკუთარი პორტფოლიო წარუდგინონ. ლაშა მაჭავარიანის თქმით, უკრაინისა და უზბეკეთის გემბლინგ ბაზარი, მომხმარებლის ქცევით, ძალიან ჰგავს ქართულ ბაზარს, ამიტომ ადგილობრივი კომპანიებისთვის საინტერესო იქნება მათი ათვისება.
„ეს არის უნიკალური შანსი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქართული კომპანიებისთვისაც, რომ დაამყარონ პირდაპირი კონტაქტი სამომავლო პარტნიორებთან გლობალური მასშტაბით. გამომდინარე იქიდან რომ ქართული „ონლაინ“ ბიზნესში, „ონლაინ “გეიმინგი მსოფლიო სტანდარტებით, მაღალ ტექნოლოგიურ განვითარების საფეხურზეა, მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება და სწავლობს ჩვენს გამოცდილებას. მაშინ როდესაც მსოფლიო ტრენდი ამ ბიზნესში „გეიმიფიკაციაა“, ქართულმა კომპანიებმა უნიკალური გზა იპოვნეს რაც გამოიხატება ახალი თამაშების გამოგონებასა და კრეატიულ აქციებში. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია „აჭარაბეთის“ ინტერაქტიული ფილმი.
ის ერთდროულად ორ, ფილმისა და სათამაშო ელემენტებს შეიცავს და მაყურებელი თავად ირჩევს, როგორ უნდა განვითარდეს სცენარი. სწორედ ასეთი მაგალითების გამო, ყველას ძალიან აინტერესებს და სურთ, ამ სფეროში, ქართული გამოცდილება შეისწავლონ და გაიზიარონ“, – ამბობს „სპორტს მედია ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანი.
„სპორტს მედია ჰოლდინგი“ 2016 წელს, ლაშა მაჭავარიანმა დააფუძნა. კომპანიის მთავარი მიზანია, კონსულტაცია გაუწიოს პარტნიორებს, დაეხმაროს მათ სხვადასხვა სასპონსორო შეთავაზებების მოძიებაში. ასევე – აღმოსავლეთ ევროპისა და CIS რეგიონის ქვეყნებში, სარეკლამო აქტივობებისა და ციფრული კამპანიების განხორციელებაში, სპორტულ და ზოგად, მედია კამპანიების დაგეგმვა – განხორციელებაში, „ონლაინ“ სათამაშო ინდუსტრიის ანალიზსა და პარტნიორი „ბეთინგ“ კომპანიებისთვის ანალიტიკური თუ ექსპერტული სერვისების გაწევაში.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?