მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სპორტსმენსა და ბიზნესმენს შორის სხვაობა არის უნიფორმა... ბევრ პარალელს ვხედავ” - ზაზა ფაჩულია

61bdda3f5447e
ინგა მურუსიძე
18.12.21 17:34
675
ხანდახან სერიოზულად ვფიქრობ, რომ სხვაობა სპორტსმენსა და ბიზნესმენს შორის სხვაობა მხოლოდდამხოლოდ არის უნიფორმა - რა გაცვია, სპორტული მაისური თუ პიჯაკი, ან სპორტული მაისური თუ ჯინსები და ბოტასი, - ასე უპასუხა კალათბურთელმა ზაზა ფაჩულიამ #BMGDRIVE-ის წამყვანის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად ეხმარება ბიზნესის კეთებაში სპორტული გამოცდილება.

ფაჩულია ამბობს, რომ სპორტსა და ბიზნესს ბევრი საერთო აქვს და მათ შორის არის გუნდურობა, დისციპლინა და ა.შ.

„ძალიან ბევრ საერთოდ ვხედავ ამ სფეროში, თუნდაც პროფესიონალიზმი, დისციპლინა, გუნდურობა, ლიდერობის შეძენა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ძალიან ბევრი რამეა. ზოგადად, მენეჯმენტი და პოლიტიკა, რაც გუნდში ხდება და რაც სპორტს მოაქვს შენთვის, გასწავლის ამ ყველაფერს. ბიზნესს და სპორტს შორის ძალიან ბევრი საერთოა და შემიძლია ვთქვა, რომ სპორტული გამოცდილება ბიზნესში ძალიან მეხმარება. მით უმეტეს, როცა გამოცდილება გაქვს საკმაოდ  ხანგრძლივი, თან ქვედა დონიდან მწვერვალზე ასვლის“, - განაცხადა ზაზა ფაჩულიამ.

კითხვაზე, ხომ არ გაუნელდა ბიზნესისადმი ინტერესი, სპორტსმენი ამბობს, რომ პირიქით, შესაძლოა უფრო მეტად გაუმძაფრდა, ვიდრე ადრე ჰქონდა და მიზანი ახლა არის, რომ ბიზნესის მიმართულებით კიდევ უფრო მეტად განვითარდეს.

„ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ კალიფორნიაში გაგვეზარდა შვილები იყო ის შესაძლებლობები, რასაც “სილიკონ ველი“ გთავაზობს - ეს არის სტარტაპები. ბოლო პერიოდში ჩემი ბიზნეს-პორტფელი უფრო დივერსიფიცირებულია, უფრო გაიზარდა და Golden Stage-სთან რაც მაკავშირებს არის ის, რომ მისი ფონდი სტრატეგიულად აფინანსებს სტარტაპებს“, - განაცხადა ფაჩულიამ.