მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტულ დარბაზებში ჯგუფურ ვარჯიშებზე 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება

5f03006df4086
ინგა მურუსიძე
06.07.20 14:51
626
სპორტულ დარბაზებში ჯგუფურ ვარჯიშებზე 10 ადამიანზე მეტი არ დაიშვება, - აღნიშნული რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანლმა ბექა ფერაძემ წარადგინა და ის სპორტდარბაზებთან დაკავშირებული იმ რეკომენდაციების ჩამონათვალშია, რომელიც დღის ბოლომდე უნდა გამოქვეყნდეს. 

ფერაძის ინფორმაციით, სპორტდარბაზებთან მთავრობას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს და ყველა რეკომენდაცია ადაპტირებული იქნება იმ მოთხოვნაზე, რომელიც დღეს სექტორში არსებობს.

ძირითადი რეკომენდაციები ასე გამოიყურება: 

ყოველ 6 კვადრატულ მეტრზე მოხდება ერთი ადამიანის დაშვება;
ვენტილციას მიექცევა ძალიან დიდი ყურადღება, უპირატესობა ენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელვნური ვენტილაციის შემთხვევაში პროტოკოლი ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული;
დალაგების შემდგომ ორპირი ქარის პრინციპით უნდა მოხდეს მისი განიავება;
საშხაპეები უნდა გამოიყოს ტიხრებით, ასევე გამოსაცვლელი კარადები თითო ადგილის გამოტოვებით უნდა განლაგდეს;
პირსახოცები უნდა იყოს ერთჯერადი შეფუთვით;
ჯგუფურ ვარჯიშებზე წესდება ლიმიტი, პროცედურა უნდა წარიმართოს არაუმეტეს 10 ადამიანისა.