მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპორტული ცენტრებისა და საბავშვო ბაღების სუბსიდირებს მეორე ეტაპი იწყება - "აწარმოე საქართველოში"

60b7454bb67ba
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 12:53
888
„აწარმოე საქართველოში“ 2-დან 11 ივნისის ჩათვლით პროგრამის - „სუბსიდირების მექანიზმი სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში განაცხადების მიღების მეორე ეტაპს იწყებს.

„აწარმოე საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ პროგრამის მიზანი ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სპორტული ობიექტებისა და საბავშვო ბაღების სფეროში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში/მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში/ლიზინგის გამცემთან აღებული/შეთანხმებული სესხების/მიკრო სესხების/სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ოპერირების შესაძლებლობა შეეზღუდათ და შესაბამისად, ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი შეუმცირდათ.

აღსანიშნავია, რომ პროგრამა ერთჯერადი ხასიათისაა და მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, მსურველებმა განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე უნდა შეავსონ: https://registration.gov.ge/pub/form/35__/i7lrpk/. სააგენტოს ცნობით, განაცხადების მიღება 11 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რაც შეეხება პროგრამის პირობებს, ის სამ კომპონენტს - სესხის თანადაფინანსების,  სალიზინგო პროექტის თანადაფინანსებისა და მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტებს მოიცავს.

აღნიშნული მექანიზმის ფარგლებში, 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, მეწარმე სუბიექტის სესხის/ლიზინგის საგნის /მიკრო სესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს, რომელიც ამ სესხზე, ლიზინგის საგანზე და მიკროსესხზე 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით დაითვლება და ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში ბიზნესს არაუმეტეს 80%-ის ოდენობით; ხოლო უცხოურ ვალუტაში (მხოლოდ დოლარი, ევრო) გაცემული სესხის შემთხვევაში - არაუმეტეს 70%-ის ოდენობით დაუსუბსიდირდებათ;

თანადაფინანსების თანხის გამოყენება შესაძლებელია როგორც აღნიშნული სესხის/ლიზინგის საგნის/მიკრო სესხის 2020 წლის 1 დეკემბრამდე წარმოშობილი ვალდებულებების, ასევე 2020 წლის 1 დეკემბრის შემდგომ გადასახდელი ვალდებულების (სესხის/სალიზინგო პროექტის/მიკრო სესხის ძირი და დარიცხული საპროცენტო სარგებელი) დასაფარად.