ბიზნესომბუდსმენის აპარატი და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს აგრძელებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბიზნესომბუდსმენმა მიხეილ დაუშვილმა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.
შეხვედრას 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენელი ესწრებოდა.
„ვაგრძელებთ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს და ვმუშაობთ იმ ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილია. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს და შევთანხმდით სამუშაო პროცესზე. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ბიზნესისთვის პრაქტიკაში აღსრულებადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის გახსნა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ