მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify-მ რუსეთში 2 მილიონი მომხმარებელი დაკარგა

626a9abf73857
მარიამ ადამია
28.04.22 23:10
915
მუსიკალური სტრიმინგ კომპანია Spotify-ის პირველი კვარტლის ანგარიშის თანახმად, მას შემდეგ, რაც ისინი რუსეთის ბაზრიდან გამოვიდნენ, დაახლოებით 1,5 მილიონი პრემიუმ მომხმარებელი დაკარგეს. მთლიანობაში, აღნიშნული ბაზრიდან კი, კომპანიას 2,1 მილიონი მომხმარებელი დააკლდა.

მიუხედავად ამისა, დოკუმენტის თანახმად, Spotify-ის ფასიანი სერვისებით სარგებლობა, მაინც 15%-ით გაიზარდა და 182 მილიონს მიაღწია, ხოლო მთლიანობაში აპლიკაციის მომხმარებელთა რაოდენობა პირველ კვარტალში 422 მილიონს გაუტოლდა.

ცნობისთვის, სტრიმინგ სერვისმა, რუსეთის ბაზარზე მუშაობა, 11 აპრილს შეაჩერა და ამის მიზეზი, უკრაინაში მიმდინარე ომია.