მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify რუსეთს ტოვებს

623e0bd211a1c
ალა ისპირიანი
25.03.22 22:35
821
Spotify რუსეთს ქვეყნის ახალი კანონის გამო ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ცნობისთვის, რუსეთში მიღებული ახალი კანონის მიხედვით, ინფორმაციის გავრცელება, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ "ყალბ ამბებად" იქნება მიჩნეული, შეიძლება პატიმრობით დაისაჯოს.

მედიისთვის გაგზავნილ განცხადებაში Spotify-მ აღნიშნა, რომ „ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლების პრობლემა და გარკვეული ტიპის ახალი ამბების კრიმინალიზაცია, Spotify-ის თანამშრომლების და შესაძლოა ჩვენი მსმენელების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“.

„ჩვენი ვერსიების და არსებული გარემოებების გულდასმით განხილვის შემდეგ, მივედით რთულ გადაწყვეტილებამდე, რომ სრულად შევაჩეროთ ჩვენი მომსახურება რუსეთში“, - ნათქვამია განცხადებაში.

Spotify მსოფლიოში ცნობილი მუსიკალური პლატფორმაა.