მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Spotify საქართველოში სტუდენტურ ტარიფს ამატებს - ფასი 2.5 დოლარია

642aab29a0490
BM.GE
03.04.23 15:00
1408
მუსიკის სტრიმინგის აპლიკაცია Spotify-მ საქართველოს ბაზრისთვის განახლებული პრემიუმ ტარიფები წარადგინა.

თუკი აქამდე, პრემიუმ ტარიფის სტანდარტული ფასი თვეში 5 დოლარს შეადგენდა, მას სამი ახალი ტარიფი ემატება - ესენია დუო ტარიფი ორი მომხმარებლისთვის - 6.5 დოლარი; საოჯახო ტარიფი - 8 დოლარი, მაქსიმუმ ექვსი მომხმარებლისთვის; სტუდენტური ტარიფი - 2.5 დოლარი, ერთი მომხმარებლისთვის.

Spotify ქვეყნების მიხედვით პრემიუმ მომხმარებელთა სტატისტიკას არ ასაჯაროებს. კომპანიას ჯამში 500 მილიონი მომხმარებელი ჰყავს, მათგან 188 მილიონი პრემიუმ პაკეტს იყენებს.

2022 წელს Spotify-ის შემოსავალი 21%-ით, 11.72 მილიარდ ევრომდე გაიზარდა. ამავე წელს კომპანიას 182 მილიონი ევროს ზარალი ჰქონდა.

Spotify-ის მონაცემთა ბაზაში 100 მილიონი სიმღერა/მუსიკა არის გაერთიანებული.

ცნობისთვის, Spotify 2006 წელს, შვედმა ანტრეპრენერმა დანიელ ეკმა დააფუძნა, ის დღემდე კომპანიის CEO-ს პოსტს იკავებს.