მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან

5e09e160a2842
BM.GE
30.12.19 15:34
1486
საქართველოს მთის კურორტების სეზონის გახსნისთვის, პირველად საქართველოში, "თიბისი დაზღვევა" მომხმარებელს ახალ ინოვაციურ პროდუქტს - სრიალის დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. დაფართვის არეალი გუდაური და ბაკურიანია.

მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი და ტურიზმი.

სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დაზღვეული შემთქვევები სრულად იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/37aRpl2. დაზღვევის შეძენა მარტივად, Facebook messenger-ში, ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია.

"არის შემთხვევები, როდესაც სრიალის დროს დაშავებული ადამიანის სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს", – განმარტავენ "თიბისი დაზღვევაში".