მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად აცრილების წახალისებას ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს - მინისტრი

60c9dce7aa185
ინგა მურუსიძე
16.06.21 15:18
537
"სრულად აცრილების წახალისებას ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა.

საქმე ის არის, რომ გუშინ ამ საკითხზე უწყებათშორისმა საბჭომ იმსჯელა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, წამახალისებელი ღონისძიებები შეიძლება უკავშირდებოდეს "კომენდანტის საათს", სავალდებულო ტესტირების მოხსნას და ა.შ. 

"ამ ეტაპზე, სრულად აცრილების წახალისებას ჯერ მხოლოდ პროექტის სახე აქვს. მას შემდეგ, რაც მას ექნება სრულყოფილი შინაარსი, ამაზე საზოგადოებას დეტალურად ვეტყვით. ეს არის წამახალისებელი ღონისძიებები, რითიც ჩვენი საზოგადოება უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს ვაქცინაციის პროცესში", - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.