მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად აცრილი უცხოელები საქართველოში თავისუფლად ჩამოვლენ - გამყრელიძე წესებს ასახელებს

600fe2791dcc5
თელარა გელანტია
26.01.21 13:33
2796
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა იმ წესების განსაზღვრაზე, რომლითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა შეეძლებათ.

საქმე იმაშია, რომ როგორც გასულ კვირას გახდა ცნობილი, მთავრობა იანვრის ბოლომდე არსებულ ნოტამს არ გააგრძელებს და თებრვლიდან რეგულარული ავიამიმოსვლა აღდგება.

მედიის კითხვაზე - რა წესების დაცვით მიიღებს ქვეყანა უცხოელ ვიზიტორებს, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც covid-ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული ექნებათ, თავისუფლად შემოვლენ.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინც საქართველოში ჩამოვა რეგულაციები იქნება - კერძოდ, ორჯერადად ანუ covid-ზე სრულად აცრილი ადამიანებისთვის არაფერი იქნება საჭირო, დანარჩენებისთვის კი, სავალდებულო იქნება ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი; ასევე, მიდის მსჯელობა, შემდგომ უკვე აქ <საქარველოში> ტესტირება უნდა განმეორდეს თუ - არა“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.