21.ოქტომბერი .2021 13:20

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32% - NCDC

სრულად ვაქცინირებულია  მოზრდილი მოსახლეობის 32% - NCDC
views 260
უკან

21 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა. ამასთან, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 %. გარდა ამისა, სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32%.

20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.

რეგიონების მიხედვით ვაქცინაციის სტატისტიკა ასეთია: სამეგრელო-ზემო სვანეთში აიცრა 443 ადამიანი; რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში - 32; იმერეთში - 589; შიდა ქართლში - 280, მცხეთა-მთიანეთში - 93; გურიაში - 159; აჭარაში - 495; სამცხე-ჯავახეთში - 131; ქვემო ქართლში - 313; თბილისში - 2 428 და კახეთში - 231 ადამიანი.