მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 43.1% - NCDC

620dfc9a55d62
ვიქტორია მღებრიშვილი
17.02.22 11:51
461
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 17 თებერვლის მონაცემებით ქვეყანაში სულ ცატარებულია 2 787 726 აცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის მინიმუმ 1 დოზით  1 345 050 ადამიანია ვაქცინირებული, რაც 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობის 46.8%-ია. სრულად ვაქცინირებულია 1 237 539 ადამიანი , ანუ მოზრდილი მოსახლეობის 43.1%; ამასთან ბუსტერ დოზით 202 438 პირია აცრილი.

რაც შეეხება 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინაციის მაჩვენებელს, მინიმუმ 1 დოზით 3 997 (2.25%), ხოლო სრულად - 3 022 (1.70%) მოზარდია აცრილი;

16-17 წლის მოზარდებში კი მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 489 (15.40%) პირი, სრულად აცრილია - 10 993 (13.55%).

რაც შეეხება აცრის დღიურ მაჩვენებელს, 16 თებერვალს 3 257 აცრა ჩატარდა. რეგიონების მიხედვით კი აცრების რაოდენობა ასე ნაწილდება: თბილისი - 910; იმერეთი - 394; აჭარა - 394; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 356; ქვემო ქართლი - 310; კახეთი - 268; შიდა ქართლი - 245; გურია - 191; მცხეთა-მთიანეთი - 99; სამცხე-ჯავახეთი - 65; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 21.