მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულდება თუ არა რეკომენდაცია საქალაქთაშორისო გადაადგილების აკრძალვის შესახებ?

5e7a151fafdb1
ინგა მურუსიძე
24.03.20 18:14
1160
შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ქალაქთაშორის მოქალაქეების გადაყვანის, თუმცა აღიკვეთა.

როგორც მინისტრმა განმარტა, მოქალაქეები შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდნენ და პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

„იყო მცდელობა, უნდოდათ ორი რეგიონიდან მგზავრების გადმოყვანა, თუმცა ავუხსენით და გაიგეს. ავუხსენით და დაიშალნენ. ადამიანები გაგებით ეკიდებიან და მადლობა მოქალაქეებს, ვინც გვერდით გვიდგას“, - განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქალაქთაშორისი გადაადგილება და მოქალაქეების გადაყვანა აიკრძალა.