მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სრულებით შესაძლებელია ზაფხულიდან მოგზაურობა "ვაქცინაციის პასპორტებით" შევძლოთ – ზოიძე

60040232d3181
მარიამ ადამია
17.01.21 19:20
6171
„საფრთხე იყო არა ის, რომ მთაზე სრიალის დროს მოხდებოდა ინფექციის გადაცემა, არამედ სრიალის საათების დასრულების შემდეგ სასტუმროებსა და რესტორნებში დაბრუნებული ადამიანები იყნენ ერთმანეთისთვის საშიში, სადაც შეზღუდვების დაცვა და გაკონტროლება რთულია“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეზღუდვების 1 თებერვლამდე გადაწევა გასაგებია, თუმცა გაუგებარია, როგორ ვიქცევით უკვე 1 თებერვლის შემდეგ.

ზოიძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური მიმართულებით ქვეყანამ 24–დან 3 იანვრის ჩათვლით ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა შეზღუდვები შერბილდა და სავაჭრო მოლებიც ღია იყო. 

"შესაძლებელია პროგნოზის გაკეთება, რომ 1 თებერვალს შეგვიძლია რეალურად გავხსნათ სამთო კურორტები ყველა წესების დაცვითა და მუშაობის საათების შეზღუდვით, თუნდაც მოკლე სეზონისთვის. ისიც ცხადია, რომ დროთა განმავლობაში ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, რადგან საუბარია კორონავირუსის ახალ შტამზეც. ასეთ დროს, რთულია წინასწარ განჭვრიტო ვითარება, რადგან შესაძლოა, ბევრი რამ შესაცვლელიც გახდეს. ყველა შემთხვევაში, ბიზნესმა და დამსვენებლებმაც წინასწარ უნდა იცოდეს ვითარება“, - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროგნოზირებადობის კუთხით ვიცოდეთ სცენარი, თუ რისთვის უნდა ემზადოს ბიზნესი და ადამიანები, სანამ ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი.

„ზაფხულამდე გვჭირდება პროგნოზები და სამოქმედო გეგმა, რადგან ზაფხულიდან უკვე სრულებით შესაძლებელია ვაქცინაციის პასპორტებით ადამიანებმა მოგზაურობა შეძლონ და ეს არაპროგნოზირებადი გარემო არის მთავრობის მთავარი პრობლემაც",– აცხადებს ზოიძე.