"ტოიოტამ" მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელის, ტოიოტა კოროლას SUV ვერსია - Toyota Corolla Cross წარუდგინა.
პატარა ზომის Yaris Cross-ის შემდეგ ტოიოტამ კოროლას SUV-იც შექმნა, რითიც ავტომობილების სამოდელო რიგში ისეთი სიცარიელე ამოავსო, რასაც შესაძლოა ბევრი ვერც კი ამჩნევდა.
სრულიად ახალი Corolla Cross ზომით გაცილებით უფრო დიდია ვიდრე C-HR, ხოლო თვლების ბაზა ამ უკანასკნელის იდენტურია.
Corolla Cross დიზაინით სრულიად განსხვავდება ექსპრესიული ექსტერიერის მქონე C-HR-ისგან. მისი დიზაინი გაცილებით კონსერვატიული, ხოლო ავტომობილი ბევრად პრაქტიკულია, რასაც ერთი შეხედვითაც მიხვდებით.
Corolla Cross გაცილებით ახლოს დგას RAV4-თან, რადგან ისიც კლასიკურად შესრულებული SUV-ია და ფართო მასებზეა გათვლილი. ეს არის საოჯახო ავტომობილი ყველასთვის, ბესტსელერობის შანსით.
კოროლა ქროსი ტოიოტამ ევროპულ ბაზარს და გემოვნებას მაქსიმალურად მოარგო. ის დახვეწილი, კომპაქტური და პრაქტიკულია.
Corolla Cross-ის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია და ის აღჭურვილია ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ. ეს ავტომობილიც, რა თქმა უნდა, TNGA პლატფორმაზეა აწყობილი.
ტრადიცულად, დიდი ყურადღება ეთმობა უსაფრთხოების სიტემებს. კოროლა ქროსი აღჭურვიულია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების პაკეტით, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.
ექსტერიერში, წინა მხარეს აღსანიშნავია მასიური წინა ცხაური მასში ჩამჯდარი ლოგოთი, ასევე SUV-ისთვის დამახასიათებელი ქვედა დამცავი და შეუღებავი საშხეფარი.
SUV-ის დამახასიათებელი ნიშნები ავტომობილის გვერდებზეც გრძელდება, შავი ელემენტი კარის ზღურბლებს მიუყვება და უკან, საბარგულთან კრავს წრეს. სახურავის ხაზი კი ავტომობილის უკანა ნაწილისკენ რბილად იხრება.
კოროლა ქროსში მძღოლს ფაქტობრივად იგივე გარემო ელოდება, როგორიც არის ახალ 2023 წლის სედან კოროლაში.
ინტერიერში მნიშვნელოვანია ახალი, 10.5 დუიმიანი სენსორული მულტიმედია ეკრანი და სამმანიანი საჭის მიღმა არსებული სრულად ციფრული მაჩვენებლთა დაფა.
Corolla Cross საოჯახო ავტომობილია, ამიტომ უკანა სავარძლებიც ძალიან ტევადი და კომფორტულია.
კოროლა ქროსს მისი დიზაინის, მართვადობისა და პრაქტიკულობის გამო არის ავტომობილი, რომელსაც შეუძლია სახალხო SUV გახდეს მსოფლიოს მასშტაბით.
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება