მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სსე-ს საკმარისი რესურსი აქვს, რათა რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, წელს დაასრულოს"

5d9b307d3dfa7
ლიკა გურაბანიძე
07.10.19 16:50
2742
„2014-2017 წლებში ელექტროსისტემის ზარალი ერთმნიშვნელოვნად განპირობებულია კურსთა შორის სხვაობით მიღებული ხარჯებით", - ამის შესახებ სახელმწიფო ელექტროსისტემის ადამიანური რესურსების მართვის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა მიხეილ ზივზივაძემ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის კომენტირებისას განაცხადა. 

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული შესაბამისობის ანგარიშის მიხედვით, 2014-2017 წლებში კომპანიამ 76,708,726 ლარის ზარალი განიცადა, თუმცა აღნიშნულ პერიოდში, მისი ადმინისტრაციული ხარჯები ხშირად არაგონივრული იყო. 

მიხეილ ზივზივაძის თქმითვე, მოკლევადიან პერიოდში სსე-ის პრივატიზება არ იგეგმება.   

„ზუსტი ხედვა გვაქვს, როგორ უნდა გამოვიდეთ რეაბილიტაციის რეჟიმიდან და კომპანიას დღეს საკმარისი რესურსი აქვს იმისთვის, რომ 2019 წელს დაასრულოს რეაბილიტაციის რეჟიმი ნაცვლად 2023 წლისა ანუ 4 წლით ადრე და ერთდროულად სრულად გადაიხადოს კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები", - განაცხადა ზივზივაძემ.