საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოსთვის ახალი სამწლიანი პროგრამა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნისთვის საჭიროების შემთხვევაში $280-მილიონიანი დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ვრცელი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.
დოკუმენტში განხილულია გლობალური პანდემიის ფონზე გატარებული ღონისძიებები. ანგარიშის თანახმად, გატარებულმა პოლიტიკამ ხელი შეუწყო 2021 წელს Covid-19-ის შოკის შემდგომ აღდგენას. ამასთან, საუბარია უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი ომის მიერ გამოწვეულ შედეგებზე.
"კრიზისამდელ პერიოდში არსებული ძლიერი საფინანსო ზედამხედველობისა და სებ-ის მიერ გატარებული სწრაფი საზედამხედველო ღონისძიებების შედეგად, ბანკებმა მსესხებლებისთვის დაფარვებზე შეღავათების შეთავაზება შეძლეს თანაც ისე, რომ ეკონომიკის დაკრედიტება არ შეფერხებულიყო. ასევე, საფინანსო სისტემაზე ფართომასშტაბიანი გავლენა თავიდან იქნა აცილებული "ვითიბი ბანკი საქართველოს" აქტივების და ვალდებულებების ორ სხვა შედარებით მცირე ბანკში გადატანით. სებ-მა კომერციულ ბანკებს სანქციების დაცვა მოსთხოვა, რითაც რისკების შეზღუდვა მოახდინა" - აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დადებითად არის შეფასებული ეროვნული ბანკის ქმედებები ინფლაციასთან მიმართებით. "გლობალური მასშტაბით არსებული მაღალინფლაციური წნეხის პირობებში, ეროვნული ბანკი მის მიერ დადგენილი ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ერთგული რჩება" - ნათქვამია ანგარიშში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
"არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო" - პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე