მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სსფ-ის წევრ ქვეყნებს შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც მოსახლეობას ფინანსურად არ დახმარებია"

5ec79a8343e16
ინგა მურუსიძე
22.05.20 13:46
941
სავალუტო ფონდის წევრ 193 ქვეყანას შორის საქართველო ერთადერთია, რომელიც მოსახლეობას ფინანსურად არ დახმარებია, - ამის შესახებ პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას რომან გოცირიძემ განაცხადა.

"სავალუტო ფონდი ყოველკვირეულად აქვეყნებს მსოფლიოს 193 ქვეყნისთვის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს, რომლებიც სამი ელემენტისგან შედგება - ფისკალური, მონეტარული და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით. იქ საქართველო მსოფლიო ქვეყნებს შორის გამონაკლისია, როგორც ერთადერთი ქვეყანა, სადაც ხვალ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და საკუთარ მოქალაქეებს ფინანსური მხარდაჭერის სახით, არ გაუწია არც ერთი თეთრი. შეგიძლიათ დამისახელოთ რომელიმე მეორე სახელმწიფო 193 ქვეყნიდან? ტონგა იყო იმ 6 ქვეყანას შორის რუსეთთან ერთად, რომელმაც დახმარება გაწელა ერთი თვით, ყველა დაეხმარა, ზოგი ორი თვით, ზოგი ერთბაშად და ა.შ. თქვენ ორმაგი ეშმაკობა გაქვთ მოფიქრებული, ოქტომბრამდე ნელ-ნელა საკენკი რომ უყაროთ ხალხს და კიდევ, ოქტომბრამდე ვიღაცა მუშაობას დაიწყებს და როგორც კი ხელფასი დაერიცხება, მას ფულს არ მისცემთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, სახელმწიფოსგან 200-ლარიან ყველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ, 6 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, ყველა დახმარება, კომპენსაცია თუ შეღავათი 6 თვეზეა გათვლილი. ოპოზიცია აცხადებს, რომ მთავრობის ეს გადაწყვეტილება არჩევნებს უკავშირდება, ვინაიდან ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი.