მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსფ: საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად

5e56d116ade0d
BM.GE
27.02.20 00:17
675
თბილისში მიმდინარე ეკონომიკურ კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“ საფინანსო სექტორში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე ისაუბრა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა სელიმ ჩაკირმა: „ფინანსური სექტორი საქართველოში წარმატებულია, ეს ჯანსაღი სტრუქტურაა, კარგი ზედამხედველო

ბით. პარლამენტის მიერ ახლახანს მიღებული სარეზოლუციო-კანონი კიდევ უფრო ძლიერს ხდის ფინანსურ სექტორს. საქართველოს აქვს თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებები და ამასთან ძალიან კარგად მოახდინა ექსპორტის დივერსიფიკაცია. იმედია ეს პროცესი გაგრძელდება. ვფიქრობ საჭიროა ეკონომიკური ცვლილებები სოფლის მეურნეობის, სერვისისა და წარმოების სფეროში, ჩვენ ვხედავთ, რომ მოხდა გარკვეული ცვლილებები, მაგრამ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობისთვის დღეს განათლების სფერო პრიორიტეტულია, საბოლოო ჯამში ეს პროცესი ხელს შეუწყობს კვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი კადრების მომზადებას", -აცხადებს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი.

სელიმ ჩაკირის თქმით, საქართველომ ძალიან ბევრი გააკეთა, მაკრო-ეკონომიკური სტაბილურობის მისაღწევად.